
იქირავე ავტომობილი საქართველოში
მარტივად და სწრაფად. დაჯავშნე ონლაინ, წინასწარი გადახდის გარეშე.
წინასწარი გადახდის გარეშე
დაჯავშნე ონლაინ, გადაიხადე ნაღდი ფულით მანქანის აღებისას.
24/7 მხარდაჭერა
ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროს ნებისმიერ დროს.
მიწოდება ნებისმიერ ადგილას
მივიყვანთ მანქანას აეროპორტში ან თქვენთვის სასურველ მისამართზე.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲡ
- 1
აირჩიე თარიღები და მანქანა
ფასი და ჯამი თარიღების არჩევისთანავე ჩანს.
- 2
დაჯავშნე 1 წუთში
წინასწარი გადახდის გარეშე. დასადასტურებლად დაგიკავშირდებით.
- 3
აიღე მანქანა
ოფისში, აეროპორტში ან შენს მისამართზე. ქირას მანქანის აღებისას იხდი.
ᲞᲝᲞᲣᲚᲐᲠᲣᲚᲘ ᲛᲐᲜᲥᲐᲜᲔᲑᲘ
ყველა მანქანაᲠᲐᲡ ᲐᲛᲑᲝᲑᲔᲜ ᲩᲕᲔᲜᲖᲔ ᲙᲚᲘᲔᲜᲢᲔᲑᲘ
115+ შეფასება Google-ზე
წაიკითხეთ ნამდვილი შეფასებები Google-ზე ან დატოვეთ თქვენი.
შეფასებები Google-ზეᲮᲨᲘᲠᲘ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ
რამდენია დეპოზიტი?
დეპოზიტი მსუბუქ ავტომობილებზე 200 ₾-ია, SUV-ებზე კი 300 ₾. ნაღდად იხდება მანქანის აღებისას. მანქანის უვნებლად დაბრუნებისას სრულად გიბრუნდებათ.
როგორ ხდება გადახდა?
ჯავშნისას წინასწარ არაფერს იხდით. ქირის თანხას იხდით ნაღდი ფულით, ლარში, მანქანის აღებისას. ჯავშნის დასადასტურებლად დაგიკავშირდებით.
კილომეტრაჟი შეზღუდულია?
არა, გარბენი შეუზღუდავია და დამატებითი კილომეტრის საფასური არ არის.
საწვავის რა წესია?
მანქანა იმავე საწვავის დონით ბრუნდება, რაც აღებისას ჰქონდა. თუ მეტ საწვავს დატოვებთ, სხვაობა არ ანაზღაურდება.
რას ფარავს დაზღვევა?
სტანდარტული დაზღვევა ქირაში შედის, მაგრამ საქარე მინის დაზიანებას არ ფარავს. სრული დაზღვევა, რომელიც ჯავშნისას ემატება, საქარე მინასაც ფარავს. საბურავის დაზიანება არცერთ დაზღვევაში არ შედის.
შეიძლება საზღვრის გადაკვეთა?
სომხეთში გასვლა შესაძლებელია, ამისთვის საჭიროა მინდობილობა, რომლის გაფორმება დაახლოებით 100 ₾-მდე ჯდება. სხვა ქვეყანაში გასვლაზე წინასწარ დაგვიკავშირდით.
სად მოგვაწვდით მანქანას?
ოფისიდან აღება უფასოა. მანქანას მოგაწვდით თბილისის ნებისმიერ მისამართზე, თბილისის აეროპორტში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში. საფასური ჯავშნის ფორმაში ჩანს.
რა მოთხოვნებია მძღოლზე?
მძღოლი მინიმუმ 21 წლის უნდა იყოს, B კატეგორიის მართვის მოწმობით და მინიმუმ 2 წლის სტაჟით. აღებისას თან იქონიეთ პასპორტი ან პირადობის მოწმობა და მართვის მოწმობა.
შეიძლება ჯავშნის გაუქმება?
დიახ, უფასოდ, მანქანის აღებამდე მინიმუმ 48 საათით ადრე.
გაქვთ ბავშვის სავარძელი?
დიახ, 1–3, 3–5 და 5+ წლის ბავშვებისთვის, 15 ₾ დღეში. აირჩიეთ ჯავშნის ფორმაში, „დამატებით სერვისებში“.


